ისლამი

ისლამი მონოთეისტური აბრაამისეული რელიგიაა. მისი რელიგიური სწავლება დაფუძვნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის,მუჰამმადის ქცევით მაგალითზე.
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე. ისლამის სწავლების მიხედვით ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს,მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც -ნუჰი, მუსა და სხვები,რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას.
ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი. 2009 წლის მონაცემებით მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენს.

მუჰამადი ( ისლამის დამაარსებელი)

მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფა – მუჰამედია, რომელმაც თავი ერთი ღმერთის – ალაჰის მოციქულად გამოაცხადა, მუჰამადი იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება,მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი – ყურანი. რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებისა და ხილვებისაგან.

ყურანში ბიბლიურმა სიუჟეტებმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადეს. ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს,აბრაამს, მოსეს და იესოს. მუჰამედი როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყველა მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.
ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ეწოდება “5 ბურჯი” და შეადგენს:
1 ) ერთი ღმერთისა და მუჰაედის წინასწარმეტყველების მისიის აღიარება
2 ) ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა
3) მარხვა ( საუმი,ურაზა)
4 ) მოწყალების გაცემა
5) მოსალოცად წასვლა მექაში,სიცოცხლეში ერთხელ მაინც.
ისლამშ ღმერთი მოიაზრება როგორვ სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, იგია პირველი და უკანასკნელი, ამასთან იგი უპირობო არსია.

წმინდა წიგნი – ყურანი


დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე